სამძიმრის წერილი ციალა ჩერქეზიშვილის გარდაცვალების გამო
- 13 თებერვალი, 2017
კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებლისა და დირექტორის ყოფილი მოადგილის ციალა ჩერქეზიშვილის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ციალა იყო კარგი პედაგოგი, პროფესიონალი, მზრუნველი ადამიანი. მისი თაოსნობით იმართებოდა შემოქმედებითი ღონისძიებები და საჯარო ლექციები კომაროვის სკოლაში.
სკოლის გუნდი თანავუგრძნობთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
დაკრძალვა სამშაბათს, 13 თებერვალს, 15:00 საათზე: მის: დიღმის მასივი, II კვარტალი, მე-14 კორპუსი.